„გლასტონბერიმ“ U2 დაითანხმა
14:06:06     25-02-2011
„U2“ – ს მუსიკალურ ფესტივალ „გლასტონბერი 2011“ – ში მონაწილეობა ოფიციალურად დასტურდება. „განცხადება იმის შესახებ, რომ ირლანდიური კოლექტივი ღონისძიების ერთერთი ჰედლაინერი გახდება, ჯგუფის გიტარისტმა, ეჯმა გაააკეთა,“ წერს „გარდიანი.“
ეჯის თქმით, „U2“ „გლასტონბერის „სცენაზე 24 ივნისს, ანუ ფესტივალის მესამე დღეს გამოვა. ჯგუფი 2010 წელსაც გეგმავდა ფესტივალში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ მაშინ ბონოს ტრამვის გამო ეს ვერ მოხერხდა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოპულარული ღონისძიებაზე გამოვლენ პოპ–მომღერალი ბეონსე და ჯგუფი „Coldplay.“
უკანასკნელ მომენტამდე „U2“–ს მონაწილეობა „გლასტობერიში“ არ დასტურდებოდა. ფესტივალი, როგორც ცნობილია, 2011 წლის 22–დან 26 ივნისამდე გაიმართება. ღონისძიების ბილეთები, 2010 წლის შემოდგომაზევე, რამდენიმე საათში გაიყიდა.