ნატალი პორტმანს „ოსკარი“ უწინასწარმეტყველეს
14:05:05     25-02-2011
ლაიფციგის ზოოპარკის ბინადარი ოპოსუმი, სახელად ჰაიდი, „ოსკარის“ მომავალი მფლობელების შესახებ თავის პირველ პროგნოზს აკეთებს. ამის შესახებ „დეილი ტელეგრაფი“ იტყობინება.
ჰაიდიმ „წლის მსახიობის“ ნომინაციაში გამარჯვებული, გადაცემა „Jimmy Kimmel Live“ – ში იწინასწარმეტყველა. ოპოსუმის წინაშე „ოსკარის“ ქანდაკებების ასლები დაალაგეს, ნომინანტების სურათებით, „საუკეთესო მსახიობი ქალის“ გამოსავლენად. ოპოსუმს თავის არჩევანი ქანდაკებაზე თათის დადებით უნდა გაეკეთებინა.
სეანსის დროს, ჭკვიანმა ცხოველმა ნატალი პორტმანი აირჩია, რომელიც „ოსკარზე“ ნომინირებულია დარენ აპოჰოფსკის ფილმ, „შავ გედში“ შესრულებული ბალერინას როლით. პორტმანთან ერთად, ამ ნომინაციაზე წარდგენილნი არიან: ანეტ ბენინგი, ნიკოლ კიდმანი, ჯენიფერ ლოურენსი და მიშელ უილიამსი.
ჰაიდის არჩევანი პორტმანთან დაკავშირებით გაიზიარეს სხვადასხვა კონოკრიტიკოსებმა და ექსპერტებმა, რომელნიც თვლიან, რომ სწორედ მისი როლი იმსახურებს კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოს. პორტმანი ამ როლით, უკვე იყო წარდგენილი, რამდენიმე, სხვა პრესტიჟულ კონოკონკურსზე.
გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ელამი ოპოსუმი ჰაიდი, ამერიკული კონოაკადემიის პრემიის შედეგებს იწინასწამეტყველებდა, 2011 წლის დასაწყისში იქნა მიღებული. ჰაიდიმ ცნობილი რვაფეხა პაული ჩაანაცვლა, რომელიც ასევე გერმანიაში ცხოვრობდა. „ოსკარების“ გადაცემის ცერემონიალი ორშაბათს, 28 თებერვალს გაიმართება.