რატომ დააკავეს ასლან აბაშიძის შვილი, გიორგი აბაშიძე?

  10:01:22     12-09-2014

გუშინ  ბათუმში ასლან აბაშიძის ვაჟი, გიორგი აბაშიძე დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით,  დაკავების მიზეზი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაა. 

"აბაშიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით დააკავეს.  ნარკოლოგიურ შემოწმებაზე მას დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება. დაკავებულს  500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა"- უთხრეს "პრესა.ჯი"-ს სამინისტროში.