"მაესტროს" ინფორმაციით, ვაკეში ჩანქსელიანები დააყაჩაღეს - ქალს ფეხი მოტეხეს და "დააუთოვეს"

  13:09:56     10-09-2014

"მაესტროს" ინფორმაციით, ვაკეში ჩანქსელიანები დააყაჩაღეს - ქალს ფეხი მოტეხეს და "დააუთოვეს". თუმცა, ფაქტს შსს-ში არ ადასტურებენ და აცხადებენ რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. 

"აბაშიძის ქუჩაზე, არც დღეს, არც გუშინ და არც მიმდინარე კვირას ყაჩაღობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია", - განუცხადეს "პრესა.ჯი"-ის შს სამინისტროში. 

"ტელეკომპანია მაესტროს მიერ კადრების გავრცელების შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ ინფორმაცია. ვიმეორებ, მსგავსი ფაქტი არ დასტურდება", - გვითხრეს უწყებაში.