მოსკოვში ქართველი ბიზნესმენი მოკლეს

  12:21:56     10-09-2014

"მოსკოვში სასურსათო ბაზრის "ხილის სამოთხის" დირექტორი რობერტ ცომაია მოკლეს" - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. 
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. 

"უცნობმა პირმა რობერტ ცომაიას მიმართულებით რამდენიმე გასროლა მოახდინა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

ცომაია ადგილზე გარდაიცვალა. ცომაიაზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ის სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. მკვლელობის მომენტი ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს" - წერენ რუსულ მედიაში. 

დამატებითი დეტალები არ ხმაურდება.