თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა, რა ხდება ფონიჭალაში?

  12:19:58     09-09-2014

თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში შს სამინისტრო სპეცოპერაციას ამ წუთებში ატარებს. თვითმხილველთა განცხადებით, ადგილზე საპატრულო პოლიციის 10-მდე ეკიპაჟთან ერთად, შეიარაღებული სპეცრაზმელებიც იმყოფებიან.

„იმდენი ნაძირალაა ჩვენ უბანში, ალბათ მათი აყვანა უნდათ“,- აცხადებს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი თ.მ.

რაც შეეხება შს სამინისტროს, როგორც უწყებაში „პრესა.ჯი“-ს უთხრეს, განცხადება უახლოეს წუთებში განთავსდება, უწყების ოფიციალურ გვერდზე. 

არაოფიციალური ინფორმაციით კი ქვემო ფონიჭალაში, სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია ერთი პირი - ელიშატ შაფაევი. სავარუდოდ, დაკავების მოტივი ნარკოტიკებია.

ჩვენი ინფორმაციით, სპეცოპერაცია დაახლოებით ნახევარი საათის წინ დასრულდა. დაკავებული იმავე სახლში ცხოვრობს, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა.