ბარდის სალათა

  01:58:59     09-09-2014

რეცეპტის ინგრედიენტები:

        540 გრამი ბარდა, კონსერვის ან მოხარშული
        ნიახურის 1-2 ღერო
        1/2 თავი ხახვი
        1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
        1 სუფრის კოვზი მაიონეზი
        1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
        1 ჩაის კოვზი ხმელი კამა
        მარილი და წიწაკა გემოვნებით

~ მომზადების წესი ~

1. გადაწურეთ კონსერვის ბარდა და გაავლეთ წყალში. შემდეგ გადაიტანეთ საშუალო ზომის თასში და ჩაჭყლიტეთ ჩანგლით ან კარტოფილის საჭყლეტით.

2. მაქსიმალურად თხლად დაჭერით ნიახურის ღერო და ჩაუმატეთ ბარდას. თხლად დაჭერით ნახევარი თავი ხახვიც და ჩაუმატეთ. დაჭერით წითელი ბულგარული წიწაკა პატარა კუბიკებად და ჩაუმატეთ სალათას სურვილისამებრ თქვენთვის საყვარელ სხვა ბოსტნეულთან ერთად.

3. მოასხით ლიმონის წვენი და მაიონეზი. მოაყარეთ კამა. ბოლოს, გემოვნებისამებრ მოაყარეთ მარილი, წიწაკა და კარგად შეურიეთ ეს ყველა ინგრედიენტი.

    კვებითი ღირებულება:
    კალორიები: 259 კ.კალ.
    ქოლესტერინი: 2 მგ.
    ნახშირწყლები: 43.5 გ.
    ცხიმები: 5.8 გ.
    პროტეინი/ცილა: 9.3 გ.