ალადიკები

  01:57:29     09-09-2014

რეცეპტის ინგრედიენტები:

        2 ცალი კვერცხი
        1/2 ჭიქა შაქარი
        1/2 ლიტრა მაწონი
        1 ჩაის კოვზი სოდა
        ვანილი
        1 ცალი ვაშლი (სურვილისამებრ)
        ფქვილი
        მწიკვი მარილი

~ მომზადების წესი ~

1. ორი ცალი კვერცხი გავთქვიფოთ ნახევარ ჭიქა შაქართან ერთად.

2. ნახევარ ლიტრა მაწონს დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი სოდა; ავურიოთ და ჩავასხათ კვერცხის მასაში. შემდეგ დავუმატოთ მწიკვი მარილი, ვანილი და იმდენი ფქვილი, რომ არაჟნის სისქის მასა მივიღოთ. კარგად ვურიოთ, ფქვილი ბოლომდე უნდა გაიხსნას.

3. ბოლოს სურვილისამებრ ჩავახეხოთ ერთი ცალი ვაშლი; ისევ ამოვურიოთ და შევწვათ ზეთიან ტაფაზე, ორივე მხრიდან. როდესაც შეიწვება, მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!