ჩაკ ჰეიგელის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა
11:51:51     08-09-2014
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა. ჩაკ ჰეიგელმა თბილისი უკვე დატოვა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა მეთიუ დიმიკმა გააცილეს.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით 6 სექტემბერს ჩამოვიდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ამერიკელი კოლეგა თავდაცვის სამინისტროში მიიღო. ჩაკ ჰეიგელმა ასევე შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითებს შეხვდა და სიტყვით მიმართა.