ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია?

  16:00:05     05-09-2014

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ის მაშინ აიყვანეს როცა  ქვეყნის დატოვებას არალეგალურად ცდილობდა. 

რაც შეეხება შს სამინისტროს, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების ფაქტს ამ ეტაპზე არ ადასტურებენ. 

"სიახლის შემთხვევაში გაგაგებინებთ, ამ ეტაპზე ვერაფერს დაგიდასტურებთ",- უთხრეს "პრესა.ჯი"-ს უწყებაში. 

27 წლის ლაშა მახარაძე აბაშიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით 2 სექტემბერს მოკლეს.