თბილისში ორსული ქალბატონის დაწვა სცადეს

  14:54:05     05-09-2014

თბილისში, დელისის ქუჩის მესამე შესახვევში მდებარე დევნილთა დასახლებაში გვიან ღამით ორსული ქალბატონის დაწვა სცადეს. პოლიციამ ქალბატონის დაწვის ფაქტზე ორი და გუშინვე დააკავა. 

ფაქტი "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროში დაუდასტურეს. 

"ფაქტზე გამოძიება  151-ე მუხლით მიმდინარეობს",- აცხადებენ შს სამინისტროში. უწყება დამატებით დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობს. 

დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლები კი ყვებიან, რომ დაკავებულთაგან ერთმა დამ გოგონას ბენზინი გადაასხა, მეორე კი მაშინ დააკავეს, როცა ის ასანთის ანთებას ცდილობდა. 

მეზობლებისვე განცხადებით, დაპირისპირება სალომე.გ-ს ოჯახს და დებს შორის ადრეც მოხდა. რამდენიმე დღის წინ  დები სალომე.გ-ს მულს დაესხნენ თავს და ქუჩაში ლუდის ბოთლები გადაამტვრიეს თავზე.