სალათა „კოპენჰაგენური“

  11:09:39     25-02-2011

მასალა: თევზის ფილე – 200 გრამი, კიტრის მწნილი – 100 გრამი, პომიდორი – 200 გრამი, ვაშლი – 100 გრამი, ხახვი – 40 გრამი, მაიონეზი – 120 გრამი, ოხრახუში, პილპილი, მდოგვი, მარილი – გემოვნებით. 

 

თევზის ფილე დავჭრათ, ასევე დავჭრათ კუბიკებად პომიდორი, კიტრი, ხახვი, გათლილი ვაშლი. დავამატოთ მაიონეზი, მდოგვი, პილპილი და მარილი. მოვათავსოთ სასალათეში და გავაფორმოთ მწვანილით.