ყველის ყურები

  10:31:46     04-09-2014

მასალა:

    300 გ გაყინული ფენოვანი ცომი
    100 გ ყველი გაუდი
    50 გ პარმული ლორი
    1/2 კონა ოხრახუში
    1 კვერცხის გული
    პილპილი

ყველის ყურები

ყველის ყურები

ცომი გავალღოთ. ყველი გავხეხოთ. ლორი წვრილად დავჭრათ და ოხრახუში დავკეპოთ. ცომი ფქვილმოყრილ მაგიდაზე გავშალოთ. კვერცხის გული ცოტა წყალში გავთქვიფოთ და ფუნჯით ცომის ზედაპირს წავუსვათ. ჯერ მოვაყაროთ ლორი, შემდეგ ყველი, ოხრახუში და პილპილი.
ცომი დავახვიოთ. მიღებული რულეტი გავახვიოთ ცელოფანში და 20 წუთით შევდოთ საყინულეში. გავახუროთ ღუმელი 220 გრადუსზე. ტაფაზე დავაფინოთ პერგამენტი.
გაციებული რულეტი გამოვიღოთ საყინულიდან, დავჭრათ თითო სანტიმეტრის სიგანეზე, დავალაგოთ ტაფაზე 2-2 სანტიმეტრის დაშორებით და 10-12 წუთით შევდგათ გახურებულ ღუმელში, ვიდრე ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს (თუ ღუმელში ტაფის ქვეშ დავდგამთ წყლიან ჯამს, ყურები უფრო ფუმფულა გამოვა). ყურები გააგრილეთ ცხაურზე.