საზარელი შემთხვევა ვანში: მძარცველებმა დიასახლისი დასერეს, მცირეწლოვანს კი კიდურები უთოთი დაუწვეს

  15:18:26     03-09-2014

ვანის რაიონში მცხოვრებ ქეთევან არველაძე ყაჩაღებმა სამართლებლით დასერეს, ხოლო მის მძინარე მცირეწლოვან შვილს  კიდურები უთოთი დაუწვეს.

დაზარალებული აცხადებს, რომ სახლში  მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ოთხი ნიღბიანი დაესხა თავს.

ყაჩაღები არველაძისგან ფულს ითხოვდნენ, თუმცა ქალბატონმა წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც ის აწამეს.

მძარცველებმა ოჯახიდან დიდი ოდენობით ოქრო წაიღეს.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, მიმდინარეობს გამოძიება.