მანგოს ნამცხვარი

  10:25:22     03-09-2014

    ცხვება 26 სმ დიამეტრის ტორტის გასახსნელ ფორმაში
    გამოდის 12 ნაჭერი
    1 ნაჭერი=150 კ/კალ.
    დრო მოსამზადებლად 25წთ, გამოსაცხობად 20 წთ.

მასალა ცომისთვის:

    2 კვერცხი
    50 გ შაქრის პუდრა
    50 გ ფქვილი

სხვა მასალა:

    3 ცალი მწიფე მანგო
    3 ჩ.კ. შაქრის პუდრა
    300 გ ფორთოხლის ჯემი
    1 ს.კ. ფორთოხლის ლიქიორი (სურვილისამებრ)
    2 ს.კ. თხლად დაჭრილი ნუში
    ცხიმი ფორმისთვის

მანგოს ნამცხვარი

მანგოს ნამცხვარი

გააცხელეთ ღუმელი. წაუსვით ცხიმი ფორმას. კვერცხი და შაქრის პუდრა აურიეთ კრემისებური მასის მიღებამდე, შეურიეთ ფქვილი. ჩაასხით ცომი ფორმაში და აცხვეთ 175 გრადუსზე 15-20 წუთით. ოდნავ გააცივეთ და ამოიღეთ ფორმიდან.
მანგო გათალეთ, გამოაცალეთ კურკა, დაჭერით თხელ, გრძელ ნაჭრებად. მოაყარეთ 2 ჩაის კოვზი შაქრის პუდრა. გააჩერეთ 10 წუთით. შემთბარი ფორთოხლის ჯემი გაატარეთ საცერში, დაუმატეთ ფორთოხლის ლიქიორი. მიღებული მასის ნახევარი წაუსვით ნამცხვარს, ზემოდან მოაწყვეთ მანგოს ნაჭრები და გადაუსვით დარჩენილი ჯემი. ნუში და 1 ჩაის კოვზი შაქრის პუდრა უცხიმოდ ოდნავ მოხალეთ. ნამცხვრის გვერდები მორთეთ მოხალული ნუშით.