საქართველოში ნატო-ს სამხედრო-საწვრთნელი ცენტრი აშენდება

  18:42:59     01-09-2014

"უელსის სამიტზე ნატო-ს ახალი პაკეტის შეთავაზება კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოს ალიანსთან. თავდაცვითი შესაძლებლობებისთვის შევქმნით სპეციალურ მისიას, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს თავდაცვის სამინისტროზე და დაეხმარება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის რეფორმების განხორციელებასა და მოდერნიზებაში", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის ჟურნალისტის კიტხვის საპასუხოდ.  

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ალიანსის წვრთნებში მონაწილეობის გააქტიურებით, ალიანსი გააძლიერებს ძალისხმევას საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რომ უკეთ იმუშაონ ნატო-ს შენაერთებთან ერთად. 

"ასევე განვიხილავთ სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის შექმნას და სამეკავშირეო ოფისის გაფართოებას", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა..