ნამდვილი ყაურმა

  09:10:22     01-09-2014

  ღორის ან საქონლის ცხიმიანი გულ-ღვიძლი (ღვიძლი, ფილტვი, გული, თირკმელი)
    მუცლის ქონი
    4-5 თავი ხახვი
    2 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა
    1 ჭიქა წყალი
    თეთრი ღვინო
    1 ჩ/კ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი და ქონდარი
    მარილი, პილპილი და წიწაკა გემოვნებით

~ მომზადების წესი ~

1. ღორის ან საქონლის გულ-ღვიძლი კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ პატარა ზომის ნაჭრებად. დავჭრათ ქონიც, ოღონდ ძალიან პატარა ნაჭრებად.

2. ქვაბი დავდგათ ცეცხლზე, ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი მუცლის ქონი და კარგად დავბრაწოთ (ხიწიწივით). როდესაც ქონი კარგად დაიბრაწება, ქვაბში ჩავამატოთ დაჭრილი გულ-ღვიძლი. აგრეთვე ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავასხათ თეთრი ღვინო იმდენი, რომ ხორცი დაფაროს (ანუ დაახლოებით ჭიქა ნახევარი) და დავაცადოთ მოხარშვა… გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე დიდი დრო ფილტვის მოხარშვას დაჭირდება.

3. მოხარშვის შემდეგ დავამატოთ 1 ჩ/კ ქინძი, უცხო სუნელი, და ქონდარი; 2 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა გავხსნათ 1 ჭიქა წყალში და დავასხათ ამ მასას. კარგად ამოვურიოთ.

4. სულ ბოლოს მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და პილპილი :)