ჟელეს კაცუნები

  09:08:36     01-09-2014

რეცეპტის ინგრედიენტები:

        400-500 გრამი სიმინდის ფქვილი
        15 გრამი ჟელატინის ფხვნილი
        35 მილილიტრი წყალი
        30 გრამი სასურველი ხილის სიროფი
        20 გრამი შაქარი
        10 გრამი თაფლი
        3 გრამი ლიმონმჟავა

~ მომზადების წესი ~

1. სინზე მოაფრქვიეთ ფქვილი. ჟელატინი გახსენით 25 მილილიტრ წყალში და დაელოდეთ მის შესქელებას დაახლოებით 15 წუთით. შემდეგ წყლის აბაზანის საშუალებით გააცხელეთ მაქსიმუმ 75 გრადუსამდე.

2. ლიმონმჟავა და შაქარი დარჩენილ 10 მილილიტრ წყალში გახსენით. ჟელატინს დაუმატეთ ჯერ თაფლი და შემდეგ წყალში გახსნილი შაქარი და ლიმონმჟავა. მოურიეთ კარგად. მიღებულ ნარევს შეურიეთ ხილის სიროფი და გააჩერეთ მანამ, სანამ ის წმინდა არ გახდება.

3. ფქვილში გააკეთეთ ჩაღრმავებები და ძაბრის გამოყენებით ფრთხილად ამოავსეთ ისინი მიღებული მასით. დაელოდეთ მინიმუმ 3 საათით და მიირთვით გემრიელად.