ეკა ბესელიას შვილი, "სქაი ბარში" დარჩიას მკვლელობისთვის დაკავებულთან ერთად იყო?
22:02:25     30-08-2014
ახალი დეტალები "სქაი ბარში" მომხდარი მკვლელობის შესახებ. "პრესა.ჯი"-ს მიაწოდეს ინფორმაცია რომ დიჯეი და რეჟისორი, დაჩი დარჩია იმ პიროვნებამ მოკლა, რომელთან ერთადაც ბარში იმყოფებოდა დეპუტატ ეკა ბესელიას შვილი, რატი მილორავა. თუმცა, რამდენიმე წუთის წინ, ბესელიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა რომ მისი შვილი თბილისში საერთოდ არ ყოფილა, ბოლო ერთი თვე.
წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით კი: "დაჩი დარჩიასა და მიხეილ გ-ს შორის შელაპარაკება "სქაი ბარში" მოხდა. ეჭვმიტანილმა, რომელიც ეკა ბესელიას შვილთან, რატი მილორავასთან ერთად იყო, დარჩიას "რამე კაის" დაკვრა სთხოვა, რაზეც მან უპასუხა რომ "ასეთები "სქაიში" არ ხდება". სწორედ ეს გახდა იმ ბიჭსა და დაჩის შორის კონფლიქტის მიზეზი.
მათ შორის დაწყებული დაპირისპირება "სქაი ბარის" დაცვამ განმუხტა, რომელმაც ეჭვმიტანილს ბარი დაატოვებინა. ამის შემდეგ ბარი მალევე დატოვა ბესელიას შვილმა, რატი მილორავამაც, ორ მეგობართან ერთად", - გვიყვება წყარო.
"ჩემი შვილი ჩემთან და მის მოძღავრთან, მამა იოანესთან ერთად არის ეს კვირა, ფოთსა და ქობულეთში. შეგიძლიათ გადაამოწმოთ ოფიციალურად. ასე რომ, ეს მორიგი, მიზანმიმართული ტყუილია", - განუცხადა "პრესა.ჯი"-ს ეკა ბესელიამ.
ცხადია, ჩვენ წყაროს ბოლომდე ვენდობით. ამავე დროს, არ შეგვიძლია ეჭვი შევიტანოთ ეკა ბესელიას კომენტარის სისწორეში. უტყუარი მტკიცებულება იქნებოდა ვიდეო-კადრები, რომელსაც სამწუხაროდ, "სქაი ბარის" ხელმძღვანელობა არ ავრცელებს.
ბარში საკმაოდ ბევრი ვიდეო-კამერაა დამონტაჟებული. ვიდეო-კადრების გავრცელება კი ზუსტად გასცემდა პასუხს კითხვაზე - იყო თუ არა, "სქაიში" რატი მილორავა და მოხდა თუ არა, კონფლიქტი ბარში - დარჩიასა და მისი მკვლელობისთვის დაკავებულ 20 წლის მიხეილ გ-ს შორის.
"სქაი ბარის" მფლობელი აცხადებს რომ დარჩიასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილს შორის კონფლიქტი ბარში არ მომხდარა. თუმცა, რატომღაც თავს იკავებს მტკიცებულებების - ვიდეო-კადრების გავრცელებისგან.
შეგახსენებთ რომ დიჯეი და რეჟისორი, დაჩი დარჩია მაშინ მოკლეს, როცა ის "სქაი ბარიდან" სიგარეტის საყიდლად გამოვიდა. მას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 20 წლის მიხეილ გ მალევე დააკავა. ამოღებულია მკვლელობის იარაღი - დანა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
ვინ არის ეჭვმიტანილი და რაში ადანაშაულებდნენ ბესელიას შვილს?
ცოტა რამ ეჭვმიტანილსა და ეკა ბესელიას შვილზე. დარჩიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი 20 წლის მიხეილ გ ადრე გასამართლებულია. მან ციხე, ე.წ. ამნისტიით დატოვა.
რაც შეეხება რატი მილორავას, ის წინა ხელისუფლების დროს დაჭრისთვის იძებნებოდა. მილორავა, რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ სისხლიან ინციდენტშიც ფიგურირებდა.
მაშინ, ინტერნეტ ტელევიზია "აიტივიმ" გაავრცელა სიუჟეტი დეპუტატ მარიკა ვერულაშვილის შვილის დაბადების დღეზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ, კლუბ "სითიში". დეტალური ინფორმაცია ამ ინციდენტთან დაკავშირებით, თანდართულ ვიდეო-სიუჟეტში შეგიძლიათ იხილოთ.
ერთი საინტერესო დეტალი: კლუბი "სითი" და "სქაი ბარი" ავლაბარში - ერთ შენობაში მდებარეობს.
p.s: ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ დაჩი დარჩიას მეგობრები დამოუკიდებელ გამოძიებას იწყებენ. ისინი ცდილობენ მოიპოვონ ვიდეო-კადრები და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვისთან ერთად იყო ბარში დარჩიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი და ეხმარებოდნენ თუ არა, მას, მკვლელობის ორგანიზებაში...