უკრაინა რუსეთთან ომის ზღვარზე - რა ელოდება საქართველოს?

  17:53:36     28-08-2014

უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული ნაწილები შეიჭრა. ქვეყანა ფართომასშტაბიანი ომის თავიდან ასაცილებლად დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს. 

„პრესა.ჯი“ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დაძაბულ პროცესებზე სამხედრო ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს ესაუბრა.

ქართველი ექსპერტები თანხმდებიან, რომ უკრაინაში ცივილიზებული სამყაროს ბედი წყდება.

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე: „როდესაც მეზობელი ქვეყნის ქვედანაყოფები, მიუხედავათ მათი რაოდენობისა, ლახავენ სუვერენული ქვეყნის საზღვარს, რა თქმა უნდა ამას  შეჭრა ქვია.

- არის თუ არა, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი სამხედროების შეჭრა ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დასაწყისი?

- ამის პროგნოზირება ცოტა ძნელი საკითხია. შესაძლებელია რუსეთის ეს პროვოკაციული ქმედება დარჩეს საზღვრის უკანონოდ გადაჭრად. თუმცა არ გამოირიცხება ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებებიც. იმედი ვიქონიოთ რომ ეს არის მორიგი პრვოკაცია რუსეთის მხრიდან და ეს არ მიიღებს იმაზე მწვავე ფორმას, რაც ახლა ხდება უკრაინაში.

- უკრაინააში მიმდინარე დრამატული მოვლენების ფონზე, სამხედრო ესკალაციის მორიგი საფრთხე რუსეთისგან, საქართველოსაც ხომ არ ემუქრება?

- რუსეთის არაპროგნოზირებადი ხელისუფლებისგან არაფერია გამორიცხული, მაგრამ ამ ეპაპზე, რუსეთს არ აქვს იმის შესაძლებლობა, ორ სახელმწიფოსთან აწარმოოს ომი. რამდენადაც სუსტად არ უნდა გამოიყურებოდეს საქართველო, რუსეთი საქართველოს ტერირტრიაზე შემოჭრას მოკლე დროში ვერ შეძლებს.

შესაბამისად, საქართველოსთან საომარი მოქმედებების წამოწყებისთვის რუსეთი არც ეკონომიკური და არც სამხედრო თვალსაზრისით, მზად არ არის. იმ ფონზე რომ უკრაინა-რუსეთს შორის ურთიერთობა გარკვეული არ არის, ქვეყნები ომის ზღვვარზე არიან, მაგრამ საომარი მოქმედებები ჯერ არ დაწყებულა.

- რა შანსები აქვს უკრაიაში საბრძოლო მოქმედებების წამოწყების შემთხვევაში რუსეთს?

- რუსეთის გამარჯვებას ამ ომში, მე პირადად, ეჭვქვეშ ვაყენებ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინას არავინ დაუჭერს მხარს“.

„იარაღიც ძალით მოხდება ურთიერთობების გარკვევა“

„პრესა.ჯი“ ექსპერტს  კონფლიქტების საკითხებში, ლევან გელაძე დაუკავშირდა.

„პრესა.ჯი“:  რა მდგომარეობაა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინული მედია საომარი მოქმედებების დაწყებას იუწყება...

ლევან გერაძე: რუსეთ-უკრაინას შორის საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა არც ერთი მხარისგან. თუმცა ფაქტია რომ უკრაინა ომის ზღვარზეა. პრეზიდენტმა ინაუგურაციაზე წასვლა გადაიფქრა და უშიშროების საბჭო მოიწვია.

ეს მანიშებს რომ უკრაინაში რთული პროცესები მიდის. მინსკის შეხვედრამ, მერკელის ჩასვლამ და საერთოდ დიპლომატიურმა ურთიერთობებმა როგორც ჩანს, არ გაჭრა. როგორც ჩანს, იარაღიც ძალით მოხდება ურთიერთობების გარკვევა.

- რა გავლენას მოახდენს ეს ომი საქართველოზე?

- სულაც არ არის გამორიცხული გარკვეული დაძაბულობა ჩვენთანაც იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ რუსეთი მაინც და მაინც შემოიჭრება საქართველოში, როგორც ეს 2008 წელს მოხდა. რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესება ბევრნაირად შეუძლია. იგივე აფხაზეთი და ოსეთი...

- რა პოზიცია უნდა დაიკავოს ევროპამ, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ შეშფოთებით და მცირე სანქციებით შემოიფარგლა?

- მათი ქმედებები უფრო აქტიური რომ უნდა ყოფილიყო, ეს ფაქტია. უფრო ქმედითი ნაბიჯებია საჭირო.