როგორ შევინახოთ თაფლი სწორად
10:19:35     28-08-2014
როგორც ცნობილია, ხილსა და ბოსტნეულში სასარგებლო ნივთიერებები შენახვის
ხანგრძლივობასთან ერთად იკლებს. თაფლის შემთხვევაში სულ სხვა სიტუაციაა -
ამ პროდუქტში ვიტამინები და მინერალები ხანგრძლივად ინახება. მთავარია
ვიცოდეთ, როგორ შევინახოთ თაფლი სწორად.
ტემპერატურა
ეს ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა, რომელიც გავლენას ახდენს თაფლის ხარისხზე. სპეციალისტების თქმით, თაფლი სიგრილეში უნდა ინახებოდეს, მაქსიმუმ 21 გრადუსამდე. 40 გრადუსის ზემოთ, თაფლი კარგავს სასარგებლო ნივთიერებების დიდ ნაწილს და წამლიდან უბრალო ტკბილეულად იქცევა.
თაფლს არც სიცივე უყვარს, თუმცა დაბალ ტემპერატურაზე ვიტამინების დაკარგვა უფრო ნელა მიმდინარეობს. ტემპერატურის ხშირი ცვალებადობა თაფლის არათანაბარ კრისტალიზაციას გამოიწვევს.
ჭურჭელი
თაფლი კარგად იწოვს ტენს, ეს კი მასში წყლის შემცველობას ზრდის. ამან, შესაძლოა, თაფლის ამჟავებაც გამოიწვიოს. ამიტომ თაფლი აუცილებლად უნდა ინახებოდეს მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში.თაფლისთვის საუკეთესოა მინის ან ემალის ჭურჭელი. არასასურველია თაფლის ხანგრძლივად შენახვა პლასტიკის, დაუმუშავებელი თიხის ჭურჭელში, ხოლო კატეგორიულად არ შეიძლება რკინის და ზოგადად ლითონის ჭურჭელში მისი შენახვა.
შენახვის ადგილი
თაფლს არ უყვარს მზის სხივები. მზის ზემოქმედებით, ეს სასარგებლო პროდუქტი კარგავს ვიტამინებისა და ფერმენტების ნაწილს. საუკეთესო ადგილი თაფლის შესანახად ბნელი, გრილი კუთხეა.
შენახვის ხანგრძლივობა
ზემოთ აღწერილი წესების დაცვის შემთხვევაში თაფლის შენახვის ხანგრძლივობა შეუზღუდავია.