ვინ ამზადებდა ტერაქტს თბილისში?
13:52:22     26-08-2014
რამდენიმე წლის წინ, ცნობილი გახდა რომ ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისში, ისრაელის საელჩოს წინააღმდეგ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს. მაშინ, ამ ფაქტის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია გავრცელდა. დღეს კი, ცნობილი ხდება ახალი დეტალები...
თურქული მედია წერს რომ სამართალდამცავების დასკვნის მიხედვით, თბილისში, 2012 წლის თებერვალში ისრაელის საელჩოზე დაგეგმილ ტერაქტთან ირანის მფარველობის ქვეშ მყოფ ტერორისტულ ორგანიზაციას ჰქონდა კავშირი.
Today’s Zaman-ის ცნობით, სამწლიანი მუშაობის შედეგად, გამოძიება მივიდა დასაკვნამდე, რომ საქართველოში ისრაელის საელჩოზე დაგეგმილ ტერაქტში დაკავშირებულია "ტაჰიდ სალამის" ქსელი, რომელიც ირანული რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) სასარგებლოდ მუშაობს.
"ტაჰიდ სალამის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნასერ გაფარიმ საქმეში მთავარ ეჭვმიტანილს დაავალა თბილისში გამომგზავრება. გამოძიების ინფორმაციით, ნასერ გაფირი სარგებლობდა დიპლომატიური პასპორტით, რომელიც ირანის საკონსულოზე იყო მიერთებული.
ამ დროისთვის გამოძიებას აქვს მტკიცებულებები, რომელიც მოპოვებულია ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ელექტრონული ფოსტიდან. ერთ-ერთი პირი, რომელიც სავარაუდოდ ეჭვმიტანილია ამ ტერაქტში, თბილისში შემოვიდა 2011 წლის 2 ნოემბერს და გადმოკვეთა ართვინი-სარფის საზღვარი, ხოლო 2011 წლის 13 ნოემბერს საქართველოდან გავიდა.
2012 წელს საქართველოში მდებარე ისრაელის საელჩოზე აფეთქება მზადდებოდა. საელჩოს თანამშრომელმა რომან ხაჩატურიანმა საკუთარი მანქანის ქვეშ აღმოაჩინა ნაღმი, რის შესახებაც პოლიციას შეატყობინა. ქართველმა სამართალდამცავებმა ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებელყოფა მოახერხეს და ტერაქტი აღკვეთეს. იმავე პერიოდში აფეთქება მოხდა ინდოეთში ისრაელის საელჩოსთან. დელიში ისრაელის საელჩოზე მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა".