არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 60 წლის მამაკაცი დააკავეს
12:43:30     26-08-2014
შსს–მ არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის
ძალადობის ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ 60 წლის მამაკაცმა ქაიროს ქუჩაზე, 12 წლის
გოგონა გააუპატიურა, მაგრამ შსს-ში აცხადებენ, რომ "ეს ჯერ დადასტურებული არ
არის და მიმდინარეობს გამოძიება".
უწყებაში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება, უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა და შემდეგ დადგინდება, იყო თუ არა, რეალურად გაუპატიურების შემთხვევა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება, უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა და შემდეგ დადგინდება, იყო თუ არა, რეალურად გაუპატიურების შემთხვევა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.