ქრთამის აღების ფაქტზე სატყეო სააგენტოს ორი თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

  12:29:38     26-08-2014

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქრთამის აღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნენ სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“-ს კახეთის სატყეო სამსახურის თანაშრომელი ხვიჩა მჭედლიშვილი და სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“-ს კახეთის სატყეო სამსახურის ლაგოდეხის სატყეო უბნის ტყის მცველი კობა პატაშური. 

უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიებით დადგენილია, შემდეგი :  სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“-ს კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომელო ხვიჩა მჭედლიშვილი და ამავე სააგენტოს ლაგოდეხის სატყეო უბნის ტყის მცველი კობა პატაშური, მათ დაქვემდებარებული ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ შეშვებისა და ხე-მასალის უკანონოდ მოჭრის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ქრთამის სახით, სისტემატურად სთხოვდნენ და ართმევდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9-წლამდე.