ვინეგრეტი (სამარხვო)
09:29:19     25-08-2014
კარტოფილი – 1 კგ
ლობიო – 0,5 კგ
ჭარხალი – 0.5 კგ
სტაფილო – 200 გ
მჟავე კიტრი –5-6 ცალი
ხახვი – 1-2 ცალი
ზეთი – 0,5 ჩაის ჭიქა
ოხრახუში
მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით
მოხარშული ჭარხალი, სტაფილო და კარტოფილი დავჭრათ კუბიკებად, შევურიოთ მოხარშული ლობიო, დაჭრილი ხახვი და მჟავე კიტრი. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ავურიოთ ერთმანეთში, შეაზავეთ ზეთით, მარილით და შავი პილპილით .