აზერბაიჯანი ბელორუსული ტექნიკით იარაღდება
11:33:06     24-02-2011
აზერბაიჯანმა უკრაინულ-ბელორუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Т-38 “სტილეტის” შესყიდვის სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ, ინფორმაციას სააგენტო “აპა” ავრცელებს.
ამ საკითხთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, ამჟამად, ბელორუსულ კომპანია “ტეტრაედრთან” მიმდინარეობს. Т-38 - ის შესაძლებლობებშია ჰაერში მცირე, საშუალო და უმცირეს სიმაღლეზე დამიზნების განხორციელება.
როგორც უკრაინული სამხედრო პორტალი იუწყება, “სტილეტის” ეფექტურობა სპეციალისტების მიერ დადებითად ფასდება. კომპლექს Т-38 - ის შემადგენლობაში შედის სატყორცნი დანადგარი Т-381, საზენიტო რაკეტებით Т-382. მისი ფრენის დიაპაზონი 20 კილომეტრს შეადგენს.
კომპლექსის შემადგენლობაშია ასევე: რამდენიმე სხვადასხვა დანიშნულების მანქანა, მათ შორის, ტექნიკური მომსახურებისთვის, ასევე ავტომატიზირებული საკონტროლო-კვებითი სადგური და ტექნიკური მომსახურებისვე კომპლექტი.