შსს-მ „ბიო“-ს შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
12:34:13     14-08-2014
შსს-ს ცენტრალური
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს პირველი
სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, თურქეთის
რესპუბლიკის მოქალაქე ქაან ჯ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული 100,5978 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კლასს მიეკუთვნება.
გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით).