ოზი ოსბორნი “ელჩი” გახდა
11:07:21     24-02-2011
ოზი ოსბორნი, მუსიკალური მაღაზიის დღის ოფიციალურ ელჩად დაინიშნა. ეს დღე 2011 წელს, 16 აპრილს აღინიშნება. ამის შესახებ “Billboard” იტყობინება.
მომღერალმა უკვე ჩაწერა მოკლე მიმართვა მელომანებისადმი მოწოდებით, რომ მივიდნენ მაღაზიაში და აღნიშნონ ეს დღესასწაული.
მუსიკალური მაღაზიის დღის აღნიშვნა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2007 წელს გადაწყვიტეს, პატარა, დამოუკიდებელი მუსიკალური დისტრიბუტორების მხარდასაჭერად. დღესასწაული ყოველწლიურად აპრილის მესამე შაბათს აღინიშნება. ამ დღეს სხვადასხვა ცნობილი მომღერლები საქველმოქმედო კონცერტებს ატარებენ და საკოლექციო რელიზებს უშვებენ.
დღესასწაულის პოპულარიზაციის და რეკლამირებისათვის, იდეის ავტორებმა “მუსიკალური მაღაზიის ელჩის” საპატიო სტატუსიც მოიფიქრეს, რომელიც ამ დღეს რომელიმე ცნობილ მომღერალს მიეკუთვნება. 2009 წელს ასეთი “ელჩი” ჯგუფ “Eagles of Death Metal” – ის სოლისტი ჯეს ჰიუზი გახდა, ხოლო 2010-ში ჯგუფ “Queens of the Stone Age” – ის ლიდერი ჯოშ ომი.