
შენი სესხის მრჩეველი ონლაინ - ყველაფერი ერთ ვებ-გვერდზე!
18:15:59     12-08-2014
შენი სესხის მრჩეველი ონლაინ - ყველაფერი ერთ ვებ-გვერდზე!
ქართულ საზოგადოებაში მომხმარებლის როლი ნელ-ნელა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, შესაბამისად ჩნდება მრავალი ბიზნეს იდეა, რომლითაც პოტენციურ, თუ არსებულ კლიენტს შესაძლოა გაუადვილდეს არჩევანის გაკეთება.
ერთ-ერთი ასეთი წამოწყებაა ინტერნეტ სესხის შედადარებელი საიტი www.sesxebi.ge;
ეს არის უფასო, ონლაინ შედარების სერვისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეადაროთ ერთმანეთს ნებისმიერი ტიპის საკრედიტო პროდუქტი, გაეცნოთ მათ პირობებს და მიიღოთ სარფიანი გადაწყვეტილება.
ეს ბიზნეს მოდელი შემუშავებულია ისე, რომ დაგეხმაროთ თქვენთვის ხელსაყრელი სესხის მონახვაში და ინდივიდუალური საჭიროების მოგვარებაში.
SESXEBI.GE-ზე მოცემულია ინფორმაცია ონლაინ, საბანკო და მიკროსაფინანსო სესხებზე, რომლებიც თავისმხრივ დაყოფილია შესაბამის ჭრილში და ცალ-ცალკე ასახავს სამომხმარებლო, იპოთეკურ, ბიზნეს და ავტო სესხებს.
SESXEBI.GE დაგეხმარებათ თქვენი დროის და ფულის დაზოგვაში.
ხელსაყრელი სესხის განუსაზღვრელი დროით ინტერნეტში ან ფილიალებში ძიების ნაცვლად შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად იხილოთ საჭირო ინფორმაცია www.sesxebi.ge - ზე.
SESXEBI.GE არ წარმოადგენს ბანკს, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. ვებ გვერდი შექმნილია, არა იმიტომ, რომ რეკომენდაცია გაგიწიოთ რომელიმე კონკრეტული პროდუქტის თუ სერვისის შესყიდვაზე, არამედ გიწევთ რეკომენდაციას, რომ მიიღოთ დამოუკიდებელი პროფესიული რჩევა მანამ, სანამ შეიძენთ რაიმე ფინანსურ სერვისს.
აღნიშნული ვებ გვერდი იღებს ინფორმაცია თითოეულ პროდუქტზე და აწვდის მომხმარებელს ერთიან სივრცეში. ვებ გვერდის განახლება ცვლილებების შემთხვევაში ხდება ყოველდღიურად, ამიტომ მოცემული ინფორმაცია 99%იანი სიზუსტით არის მოყვანილი.
აირჩიეთ საუკეთესო პირობები SESXEBI.GE-სთან ერთად!