
ნატახტარის ლუდის ფესტივალი ბათუმში!!!
13:29:24     08-08-2014
ფესტივალის ბარი არის საქართველოში ყველაზე გრძელი ლუდის ბარი ღია ცის ქვეშ. საფესტივალო ტერიტორიაზე ლუდის შესაძენად შემოღებულია სპეციალური ვალუტა - ლუდის მონეტა. მსურველები ადგილზე შეიძენენ მონეტებს, ხოლო შემდეგ ლუდის ბარებთან გადაცვლიან სასურველ ლუდში. ერთი მონეტის ფასია 1.50 ლარი. გარდა ამისა, ჩატარდება სხვადასხვა სახის შეჯიბრება ლუდის სმაში და გასართობი თამაშები სტუმრებისთვის.
ბათუმშიც, გორში, თელავში, რუსთავისა და თბილისის ანალოგიურად ფესტივალს „შავფაროსნები“ გახსნიან. „ნატახტარის ლიმონათის“ კუთხეში ანიმატორები ბავშვებს გაართობენ მრავალფეროვანი თამაშებით.
წლევანდელ ბათუმის ლუდის ფესტივალზე, ტრადიციულად საინტერესო მუსიკალური პროგრამა იქნება წარმოდგენილი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოპულარული მომღერლები და ჯფუფები. მათ შორის, Latino Boys, დავით ილურიძის ბენდი, რეგიონი, ჯგუფი არა, ჯგუფი ყველა, სალიო, ფრანი, თამუნა შავერდაშვილი და სხვა.
ნატახტარი ლუდის ფესტივალს ტრადიციულად, რეგიონის სხვა დიდ ქალაქებშიც გამართავს. მან სტარტი რეგიონისკენ რუსთავში აიღო, სადაც ლუდის ფესტივალი უკვე მეორედ გაიმართა. ფესტივალს 26-27 ივლისს თელავმა უკვე უმასპინძლა. 2-3 აგვისტოს გორმა, ფესტივალი 9-10 აგვისტოს ბათუმში, 16-17 აგვისტოს ქუთაისში, 23-24 აგვისტოს ფოთში, 30-31 აგვისტოს ზუგდიდში გაიმართება.