თბილისში, თევდორე მღვდლის 5 ნომერში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
14:41:16     28-07-2014
როგორც
"პრესა.ჯი"-ს აცნობეს, დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი უძღოდა.
"დაჭრა საღამოს მოხდა, ხმაური გავიგეთ, პოლიცია და სასწრაფო მალევე მოვიდა, თუმცა როგორც გავიგე ეჭვმიტანილი არ დაუკავებიათ... გაიქცა.
ახალგაზრდა მუცლის არეში იყო დაჭრილი დანითო",- განუცხადა "პრესა.ჯი"-ს თევდორე მღვდლის ქუჩის მცხოვრებმა. მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. "მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები, ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით",- განუცხადეს "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროში.