როგორ მოვამზადოთ საფანელი სახლში
05:51:45     28-07-2014
საფანელი იგივე დაფქული პურის გულია, რომელშიც კატლეტებს, შნიცელს, თევზს
და სხვა სახის ხორცეულს ვავლებთ შეწვის წინ. მისი მომზადება სახლში
მარტივად შეიძლება, თუ კი სამზარეულოს კომბაინი ან ჩოფერი გვაქვს.
უნდა შევარჩიოთ 1-2 დღის წინანდელი პური, შემოვაცალოთ ქერქი და დავჭრათ. შეგვიძლია წინასწარ ღუმელში გავხუხოთ კიდეც. ჩავყაროთ კომბაინში და დავფქვათ სასურველ კონსისტენციამდე.
საფანელი უნდა შევინახოთ ჰერმეტულ ჭურჭელში, მშრალ ადგილას. თუ შენახვის ვადის გახანგრძლივება გვსურს, შეგვიძლია სპეციალურ პაკეტში მოვათავსოთ და გავყინოთ.
იმის მიხედვით, თუ რასთან გვსურს გამოვიყენოთ, მზა საფანელს შეგვიძლია სხვადასხვა არომატი დავამატოთ. მაგალითად, შევურიოთ სხვადასხვა სახის სუნელი, წიწაკა, ნიორი, დაჭრილი მწვანილეული, მაგარი სორტის გახეხილი ყველი,, სეზამის მარცვლები, წვრიალად დაჭრილი ზეთისხილი ან პამიდვრის ჩირი. თუ საფანელი ზღვის პროდუქტის ან ბატკნის ხორცისთვის გვჭირდება, შეგვიძლია ციტრუსის ცედრა გავამატოთ.
საფანელის შემცვლელად შეგვიძლია გამოვიყენოთ საზმისთვის განკუთვნილი სიმინდის ფანტელი, მსუბუქად მოხალული მშრალი შვრია, სიმინდის ფქვილი ან მოხარშული კუსკუსი.