საქართველოს ბანკის Express მომსახურებით სარგებლობას ნინოწმინდის მოსახლეობაც შეძლებს

  15:16:19     23-07-2014

თბილისი, 23 ივლისი, 2014 - საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი,  კიდევ უფრო აფართოებს მომხმარებლისთვის საბანკო მომსახურებაზე წვდომას და რეგიონში  ახალ Express სერვისცენტრს ხსნის. ახალი Express-ი სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეასრულის ნებისმიერი სტანდარტული საბანკო ოპერაცია, ნინოწმინდაში, თავისუფლების ქუჩაზე 7 ნომერში მდებარეობს.

2014 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ბანკის ახლა, უკვე 206  სერვისცენტრი მოქმედებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოს ბანკის საცალო საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, გთხოვთ ეწვიოთ: www.sb.ge;  www.expressbank.ge 

 


„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 34.1%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 31.7%), კლიენტთა დეპოზიტებისა (საბაზრო წილი 30.2%) და სააქციო კაპიტალის (საბაზრო წილი 35.1%) მიხედვით (2013 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო და სადაზღვევო მომსახურების ფართო სპექტრს. 2014 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა 1.3 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 203 სერვისცენტრის, 497 ბანკომატისა და 1,423 თვითმომსახურების ტერმინალისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ:  www.bog.ge