სამხრეთ კორეა და აშშ სამხედრო წრთვნებს ჩაატარებენ

  11:15:30     23-02-2011

სამხრეთ კორეის და აშშ–ის შეიარაღებული ძალები, 2011 წლის დასასრულისთვის, ყვითელ ზღვაში, ჩრდილოეთ კორეის სიახლოვეს, სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავენ. ამის შესახებ სამხრეთ კორეელმა სამხედრო ჩინოვნიკმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

 

მან დააკონკრეტა, რომ ორი ქვეყნის სამხედრო–საზღვაო მანევრები კუნძულ იონპხენდოსა და პენედოს მიმდებარედ ჩატარდება.

 

როგორც ცნობილია, იონპხენდო გასულ წელს ჩრდილოეთ კორეის საარტილერიო დარტყმის ობიექტი გახდა. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინცინდეტმა კორეის ნახევარკუნძულზე ვითარება უკიდურესად დაძაბა.

 

ამის შემდეგ, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ გააძლიერა თავდაცვის ღონისძიებები, კუნძულზე დამატებითი ძალები გააგზავნა და ახალი შეიარაღებაც გადაამისამართა.