ნახალოვკაში 26 წლის ახალგაზრდა მოკლეს - შსს მომხდარს ადასტურებს
12:11:29     22-07-2014
ნახალოვკაში გუშინ მომხდარ მკვლელობას შს სამინისტროში ადასტურებენ. 26 წლის მამაკაცის მკვლელობის გამო სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით აღიძრა.
"ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დამატებით დეტალებს მოგვიანებით შეგატყობინებთ", - განუცხადეს "პრესა.ჯი"-ს შსს-ში.
დაუზუატებლი ინფორმაციით, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ მოხდა.
სავარაუდოდ, გარდაცვლილი გვარად მეტრეველია. მას სამი ჭრილობა მიაყენეს და სისხლისგან დაიცალა.