„ოპლოტი“ – უკრაინული ტანკი, რომელსაც ანალოგი არ აქვს
11:14:55     23-02-2011
ხარკოვის მანქანათმწარმოებელმა ბიურომ საზღვარგარეთ თავისი პირველი ტანკი „ოპლოტი“ წარადგინა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ტანკის დემონსტრირება გაერთიანებულ უკრაინულ ექსპოზიციაზე მოხდა, რომელიც აბუ–დაბიში, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის გამოფენა „IDEX-2011“–ის ფარგლებში მიმდინარეობს.
როგორც უკრაინული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, კომპანიის მთავარი ექსპერტის განცხადებით, ახალ ტანკს გააჩნია გაძლიერებული დაცვა, ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალების მიმართ. სწორედ ამით განსხვავდება ის მსოფლიოში არსებული ყველა მისი ანალოგისაგან. ამასთან, ისეა აგებული, რომ შედარებით ნაკლებს იწონის. მაგალითად, თუ გერმანული ტანკის „ლეოპარდ–2“ –ის წონა 60 ტონაა, „ოპლოტი“ 50 ტონაზე ნაკლებია.
ტანკი დასრულებულია და მიღებულია შეიარაღებაში. უკრაინელი სპეციალისტების თქმით, ტანკის შესყიდვებზე კონტრაქტების გაფორმებასთან დაკავშირებით უკვე მიდის მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნებთან.