იერუსალიმი წიგნების გრანდიოზულ გამოფენა–გაყიდვას მასპინძლობს

  11:02:56     23-02-2011

იერუსალიმში წიგნების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. მასში 40 ქვეყნის მწერალი და გამომცემელი იღებს მონაწილეობას. მათ შორისაა უბერტო ეკო, რომელმაც გამოფენაზე თავისი უკანასკნელი რომანი წარუდგინა მკითხველებს.

 

ამას გარდა, გახსნის ცერემონიალზე იერუსალიმის პრემია, საზოგადოებაში პირადი თავისუფლებისათვის, ცნობილ ბრიტანელ მწერალს, იენ მაკიუენს გადაეცა.

 

მსგავსი გამოფენა ისრაელში წელიწადში ორჯერ იმართება. პირველად ის 1963 წელს იქნა ორგანიზებული. ამ დროისათვის ღონისძიებაში დაახლოებით 1200 საგამომცემლო სახლი მონაწილეობს, რომლებიც 100 000 წიგნს წარმოადგენენ, სხვადასხვა ენაზე.

 

იერუსალიმის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატები სხვადასხვა დროს იყვნენ: ბერტრან რასელი, სიმონა დე ბოვუარი, გრემ გრინი, ეჟენ იონესკო, არტურ მილერი და ასევე, შარშანდელი ნობელის პრემიის ლაურეატი, მარიო ვარგას ლოსი.