უზბეკები როკის და რეპის წინააღმდეგ

  10:59:52     23-02-2011

უზბეკურ ტელეარხ „ეშლარზე“ დოკუმენტური ფილმი გავიდა, სადაც დასავლურ როკ–მუსიკას და რეპს მიმოიხილავდნენ. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს–პრესი“ იტყობინება.

 

ფილმში დასავლური მუსიკის ამ ჟანრებს „სატანისტურის“ სტატუსი მიანიჭეს და ახალგაზრდობაზე მის მავნე ზეგავლენაზე გაამახვილეს ყურადღება. ფილმის შემქნელებმა როკის და რეპის წარმომავლობაზე საუბრისას აღნიშნეს, რომ „როკ–მუსიკის ფესვები აფრიკულ სამონარიდეო რიტუალებშია საძიებელი, ხოლო რეპი ციხეებში დაიბადა.“

 

ავტორები უფრო შორსაც წავიდნენ და დასავლელი ახალგაზრდების „მორალური დეგრადაციის მიზეზად“ სწორედ ეს „სატანისტური“ მუსიკალური მიმართულებები გამოაცხადეს. ფილმების ავტორები დანანებით აღნიშნავენ, რომ უზბეკი შემსრულებლებიც აჰყვნენ ცდუნებას და როკ და რეპ კომპოზიციებს ქმნიან.

 

ქვეყანაში, მცირე ხნის წინ, რამდენიმე უცხოური არხის მაუწყებლობა შეწყდა. ამის მიზეზად კი ამ არხების „ამორალურობა და გარყვნილების პროპაგანდა“ დასახელდა.