კიდევ ერთი ვერსია: „უბედური შემთხვევა - ახლადნაყიდი პისტოლეტის შემოწმების სურვილი“

  16:34:55     16-07-2014

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში შსს-ს ნაჩქარევმა ვერსიამ, რომ საქმე გვაქვს თვითმკვლელობასთან, საზოგადოებას ბევრი კითხვის ნიშანი გაუჩინა. გუშინ მომხდარი ფაქტის ირგვლივ რამდენიმე ვერსია გავრცელდა: 

1. პარტნიორებთან გართულებული ურთიერთობა და ვალები...

2. პოლიტიკური აქტიურობა...

3 ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაბრუნების სურვილი...

ჩამოთვლილ ვერსიებს რომან გოცირიძემ ახალი ვერსია შემატა: - უბედური შემთხვევა.

"ეროსიმ თავისი სიცოცხლით რუსთავი 2 შექმნა, სიკვდილით კი გადაარჩინა!“ - ეს მოსაზრება ეკონომიკის ექსპერტსა და ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარეs, რომან გოცირიძეs ეკუთვნის.   

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების კიდევ ერთ ვერსიას რომან გოცირიძე ახმოვანებს და ამბობს: „ნაკლებად მჯერა თვითმკვლელობის ვერსიის, კიდევ უფრო ნაკლებად - მკვლელობის. უფრო დამაჯერებლად მეჩვენება უბედური შემთხვევის ვერსია – ახლადნაყიდი პისტოლეტის შემოწმების სურვილი“.

რუსთავი 2 და კიწმარიშვილის მკვლელობა:

გოცირიძე: "მოკლეს, თავი მოიკლა, გაუვარდა! სამივე ვერსიას ეყოლება თავისი მიმდევრები და ვერასდროს მოხდება ერთზე შეთანხმება, ისევე როგორც ყველა წინა უბედურ შემთხვევებში. ხელისუფლებამ დაუშვა უდიდესი შეცდომა, როცა დაიწყო ინტრიგების ხლართვა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. წინა ხელისუფლება "იმედში" შეჭრის დღეს დამთავრდა. დანარჩენი დროის საკითხი იყო. ამ ხელისუფლების მესაფლავე რუსთავი 2 გახდებოდა.

„მედიასთან თამაში ძალიან სახიფათოა. ვინც ამას ვერ მიხვდა, ყველამ წააგო. შევარდნაძის რეჟიმის კრიზისი რუსთავი 2-ში უშიშროების შესვლამაც გაამწვავა, წინა ხელისუფლება ფაქტობრივად იმედში შეჭრით დამთავრდა. ამ ხელისუფლებას რუსთავი 2-ის ჩამორთმევა გადაიყოლებდა, თანაც არა მგონია, რომ არჩევნების გზით მომხდარიყო ეს. 

ადამიანებს ხელისუფლებაში ყოფნისას უჩნდებათ ყოვლისშემძლეობის ილუზია. ეს ღუპავს ყველა ხელისუფლებას. არ იციან სადაა ის ზღვარი, როცა უნდა გაჩერდნენ. როგორი დამაჯერებელიც არ უნდა იყოს ექსპერტიზის პასუხი, რუსთავი 2 და ეროსი კიწმარიშვილი განუყოფელი ცნებებია და ხელისუფლებამ იმდენი შეძლო, რომ მისი სიკდილის შემდეგაც უზრუნველყო მათი ერთიანობა.

კიწმარიშვილის სიკვდილი და პოლიტიკა...

- ვერ გეტყვით. ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება. გამოძიების დამთავრებამდე ეს მხოლოდ ვერსიებია და მეტი არაფერი"…