მაყვლის საწებელი ხორცეულისთვის

  01:03:02     16-07-2014

ინგრედიენტები: მაყვალი 500 გ ნიორი 3 კბილი ქინძი დაფქული ქინძი 1/4 ჩ.კ ხმელი სუნელი 1/2 ჩ.კ მარილი წითელი წიწაკა, დაფქული
მწიფე მაყვალი დაჭყლიტეთ და საცერში გაატარეთ წიპწის მოსაშორებლად. ნიორი და მარილი დანაყეთ და შეურიეთ მაყვალს. დაამატეთ სუნელები და დანაყილი ნედლი ქინძი. სოუსს უნდა ჰქონდეს ერთდროულად ტკბილ-მწარე გემო. ძალიან უხდება შემწვარ ან მოხარშულ ხორცეულს.