„მთვრალი თევზი“
10:51:02     23-02-2011
მასალა: ვირთევზა – 1 კგ, ლიმონი – 1 ცალი, ნიორი – 2 კბილი, წიწაკა „ჩილი“ – 2 ცალი, ზეითუნის ზეთი – 4 სუფრის კოვზი, მარილი – გემოვნებით.
ვირთევზას ფილე დავჭრათ პატარა ნაჭრებად. მოვამზადოთ მარინადი: ლიმონის წვენი და გახეხილი კანი ავურიოთ, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ჩილი, დანაყილი ნიორი და ზეითუნის ზეთი. მარინადში თევზი 15 წუთის განმავლობაში დავტოვოთ. შემდეგ დაჭრილი თევზი ავაგოთ შამფურებზე და 5–6 წუთის განმავლობაში შევწვათ. მივირთვათ ცხელი, ლიმონის ნაჭრებთან და მწვანილთან ერთად.