
SmartPAY, ლიბერთი ბანკის მარტივი მობილური საბანკო ფუნქცია უკვე ყველა
13:28:29     15-07-2014
მობილური ოპერატორის ქსელიდან ხელმისაწვდომია
2014 წლის 15 ივლისიდან ლიბერთი ბანკის ყველა მომხმარებელს ეძლევა საშუალება, ყოველგვარი დამატებითი პროგრამის დაყენების გარეშე, მათზე ბანკში რეგისტრირებული ტელეფონის ნომრიდან აკრიფოს *166# OK და მარტივად განახორციელოს ძირითადი საბანკო ოპერაციები.
SmartPAY ერთერთი ყველაზე პოპულარული ელექტრონული პროდუქტია ქართულ ფინანსურ ბაზარზე და მას უკვე 200,000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც თვეში 500,000-ზე მეტ ოპერაციას ახორციელებენ
ბანკში მათზე რეგისტრირებული ნომრიდან *166# OK აკრეფით, ლიბერთი ბანკის მომხმარებლებს უკვე მარტივად შეუძლიათ:
·დღე-ღამის ნებისმიერ დროს გააკეთონ განაცხადი სწრაფ სესხზე - ხოლო ბანკის გადაწყვეტილება და დადებითი პასუხის შემთხვევაში თანხა 50 წამის განმავლობაში მიიღონ.
·შეავსონ როგორც საკუთარი, ისე სხვა აბონენტის მობილური ტელეფონის ბალანსი სრულიად უფასოდ
·გადარიცხონ თანხა მარტივად დღე-ღამის ნებისმიერ დროს - მხოლოდ მიმღების მობილური ტელეფონის ან პირადი ნომრის მითითებით.
·ერთი ოპერაციით გადაიხადონ Sმარტივი კალათაში არსებული 7 სხვადასხვა პროვაიდერის დავალიანება.
·გადაიტანონ თანხა Sმარტივი ანგარიშიდან eMoney საფულეზე და პირიქით