იტალიური „მინესტრონე“
10:49:41     23-02-2011
მასალა: ძეხვი „ჩიროზო“ – 2 ცალი, ხახვი – 1 თავი, ნიახური – 2 შეკვრა, სტაფილო – 1 ცალი, ნიორი – 2 კბილი, პომიდორი – 2 ცალი, ტომატ–პასტა – 2 სუფრის კოვზი, ლობიო – 400 გრამი, ქათმის ბულიონი – 1 ლიტრი, კომბოსტო, მარილი,პილპილი – გემოვნებით, სოუსი „პესტო.“
დიდი ზომის ქვაბი გავაცხელოთ, ჩავყაროთ „ჩიროზო“ და შევწვათ. ვურიოთ 5 წუთის განმავლობაში, ოქროსფერ–მოყავისფრო ფერის მიღებამდე. დავამატოთ დაჭრილი ხახვი, ნიახური, სტაფილო და ნიორი და მოვხრაკოთ. შემდეგ დავუმატოთ პომიდორი და ტომატ–პასტა და ავურიოთ. შემდეგ ჩავამატოთ ლობიო და ქათმის ბულიონი. მივიყვანოთ ადუღებამდე. ვხარშოთ ხუთი წუთი. ბოლოს შევანელოთ მარილით და პილპილით. თეფშებზე გავაფორმოთ გახეხილი კომბოსტოთი.