კარტოფილი ფარშით იორდანულად

  01:15:07     09-07-2014

ინგრედიენტები: ფარში, ბატკნის, საქონლის 600 გ კარტოფილი 1.5 კგ კარაქი 2 ს.კ კურკუმა 1.5 ჩ.კ გარამ მასალა 1 ჩ.კ ოხრახუში მარილი და პილპილი
ტაფაზე გავადნოთ კარაქი და დავამატოთ ფარში, მარილი, პილპილი და სანელებლები. ვშუშოთ სანამ მთელი სითხე არ აორთქლდება.

ცალკე, ტაფაზე ან ფრიტიურში შევწვათ დაჭრილი კარტოფილი, დავამატოთ მარილი, შემდეგ შევურიოთ ფარშს, ამოვურიოთ და დავამატოთ ოხრახუში.

სუფრასთან მივიტანოთ მაწვნის სოუსთან, ძაძიკთან, სალათთან ერთად 

პ.ს. გარამ მასალა ინდური სანაელებელია. მის შემადგენლობაში შედის დაფქული  ქინძის თესლი, კარდამონი, ძირა, დარიჩინი, მიხაკი, დაფნის ფოთოლი, პილპილი და  მუსკატის კაკალი.