შოკოლადის ნაზი კექსი

  01:13:45     09-07-2014

ინგრედიენტები: შაქარი 130 გ რძე 130 გ არაჟანი 3 ს.კ კვერცხი 1 კაკაო 2 ს.კ ფქვილი იმდენი, რომ კეფირის სისქის კრემოვანი ცომი მივიღოთ ზეთი 100 მლ მინანქრისთვის: შოკოლადი 100 გ ნაღები 10-20% 60 გ ხილი მოსართავად
ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი, დავამატოთ არაჟანი და რძე, შემდეგ სოდა+ლიმონის წვენი. დავაცრათ კაკაო და ფქვილი, დავამატოთ ზეთი. უნდა მივიღოთ კრემისებური, ცოტა თხელი ცომი, დაახლოებით ისეთი, როგორც ცივი კეფირის სისქეა. შეგვიძლია დავამატოთ სხვადასხვა არომატი ჩვენი სურვილით: ვანილი, ალკოჰოლი, ფორთოხლის ცედრა…

20-22 სმ დიამეტრის  საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი და დავასხათ ცომი.გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 20 - 30 წუთი. ბისკვიტი გავაციოთ და მოვასხათ შოკოლადის მინანქარი.

მინანქრისთვის ჯამში მოვათავსოთ დატეხილი შოკოლადი, 20% იანი ნაღები (ან ცხიმიანი რძე, ან 20 გ კარაქი+3-5 ს.კ წყალი) და გავადნოთ ორთლზე. კარგად ავურიოთ, რომ ერთგვაროვანი გახდეს. გავაციოთ და წავუსვათ თავზე ნამცხვარს. მოვრთოთ ხილით.