სკორსეზეს ახალი ფილმი 3D ფორმატში

  10:56:57     22-02-2011

კომპანია „Paramount“ 2011 წლის 23 ნოემბერს მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმს, „Hugo Cabret“ – ს წარმოადგენს, ამის შესახებ საიტი Deadline იუწყება. ეს რეჟისორის პირველი ფილმია, რომელიც 3D ფორმატში იქნება გადაღებული. სკორსეზეს ეს ფილმი ბრაიან სელეზნიკის წიგნის,  „The Invention of Hugo Cabret“ – ის სიუჟეტზეა დაფუძნებული.

 

მოქმედება გასული საუკუნის 30–იან წლებში ხდება. მთავარი გმირი ობოლი ბიჭი ჰიუგო კაბრეა, რომელიც პარიზის სადგურში ცხოვრობს. ფილმში მთავარ როლს ასა ბატერფილდი ასრულებს. ამას გარდა, კონოსურათში მონაწილეობენ: კრისტოფერ ლი, ბენ კინგსლი, ჯუდ ლოუ, საშა ბარონ კოენი და სხვები.

 

რეჟისორის უკანასკნელი ფილმი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა, იყო „Shutter Island.“  ფილმი 2010 წლის დასაწყისში გამოვიდა ეკრანებზე და მაყურებლის დიდი სიმპატია დაიმსახურა.