ხაჭაპური შამფურზე

  08:06:35     08-07-2014

ინგრედიენტები: მზა საფუვრიანი ცომი სულგუნი კვერცხი ზემოდან გადასასმელად
1 2 ცომი გავაბრტყელოთ და ლენტებად დავჭრათ..
სულგუნი დავჭრათ მართკუთხა ნაჭრებად. ყველის ნაჭრების სისქე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სისქის ხაჭაპურს გავაკეთებთ.

წამოვაცვათ ყველის ნაჭრები შამფურზე და გარშემო ცომი შემოვახვიოთ, ისე რომ ყველი მთლიანად დაიფაროს. გადავუსვათ კვერცხი და შევწვათ ნაკვერჩხალზე. შეიძლება ღუმელშიც გამოვაცხოთ.

ყველთან ერთად, შეგვიძლია ბეკონის ნაჭრები ჩავაყოლოთ, თუმცა ეს ხაჭაპური აღარ იქნება.