რიმეიკები ევროპაშიც პოპულარულია
10:51:49     22-02-2011
მოსაზრება იმის შესახებ, რომ რიმეიკები მხოლოდ ჰოლივუდსა და აშშ–ში მოსწონთ, არასწორი აღმოჩნდა. კვლევითი ცენტრის, „Variety“ – ს მონაცემებით, ევროპაში, რომელიც „სუფთა“ კინომატოგრაფიული ხელოვნების აკვნად ითვლება, რიმეიკები მაყურებელთა შორის არანაკლები პოპულარობით სარგებლობს.
მაგალითად, გასული 2010 წლის მანძილზე, რეიტინგების აბსოლუტური ლიდერი ესპანური ფილმი „Tres metros sobre el cielo“ გახდა. კინოსურათი იმავე სახელწოდების იტალიური ფილმის რიმეიკია.
თავად იტალიაში, რომელსაც ევროპული კინოს ცენტრს უწოდებენ, რიმეიკი „Benvenuti al Sud“ ძალიან პოპულარულია. კინოკომპანიების აგენტების თქმით, საერთაშორისო კონობაზარზე, ბერლინის კონოფესტივალის ჩარჩოებში, ძველი ფილმების ახალი ვერსიებისადმი ევროპელი ინვესტორების დიდი მისწრაფება დაფიქსირდა. ექსპერტები ამ მოვლენას გლობალიზაციის პროცესს და ევროპელების თვითიდენტიფიკაციისაკენ სწრაფვას უკავშირებენ.