ფოთის საკრებულოს წევრმა მეზობელი ყელის არეში დაჭრა

  12:33:34     06-07-2014

დაჭრა ფოთში. პოლიციის ინფორმაციით, ფოთის საკრებულოს ახლადარჩეულმა წევრმა, კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მეორე ნომერმა და ალასანიას პარტიის წევრმა - "თავისუფალი დემოკრატების" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თამაზ სოსელიამ მეზობელი გენადი ბელქანია დაჭრა. 

ადგილობრივთა განცხადებით, სოსელია და ბელქანია ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ხოლო, მათ შორის შელაპარაკება სუფრაზე მოხდა. თვითმხილველთა თქმით, თამაზ სოსელიამ გენადი ბელქანიას ჭრილობა ყელის არეში მიაყენა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თამაზ სოსელია დაკავებულია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლით, რომელიც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.