ავსტრალიელები ომისთვის ემზადებიან?

  10:18:08     22-02-2011

ესპანურმა გემთმშენებელმა კომპანია „Navantia“–მ ავსტრალიის წყლებში ვერტმფრენმზიდი სადესანტო ხომალდი „კანბერა“ ჩაუშვა. ამის შესახებ „Defense Aerospace“ იუწყება.

 

ავსტრალიის ფლოტში ეს იქნება ყველაზე მსხვილი მოცულობის გემი. როგორც სააგენტო იუწყება, ვეტმფრენზმიდი ავსტრალიის შეიარაღებაში 2014 წელს შევა. „კანბერას“ სიგრძე 230,8 მეტრია, ხოლო სიგანე 32 მეტრი. გემი 20,8 ტონა წყალწყვისაა. აავითარებს 20,8 კვანძი სიჩქარეს, ხოლო მისი ხედვის არეალი 8 ათას მილს შეადგენს.

 

გემს შეუძლია მიიღოს 978 მედესანტე, მის ავიაჯგუფში შედის 24 სრულფასოვანი ვეტფმრენი „MH-60R Seahawk“ და „NHI NH90.“ შეიარაღებული იქნება 25 მილიმეტრის ოთხი ზარბაზნით. ასევე   რადიოსალოკაციო სადგურ „Giraffe AMB“ – ით და მართვის სისტემა „Saab 9LV“ – ით.

 

ვეტმფრენმზიდის მშენებლობა სამხედრო პოტენციალის განმტკიცების გეგმის ჩარჩოებში ხორციელდება, რომელიც 2006–ში დაიწყო და 2016 წლამდე უნდა გაგრძელდეს.